- პროექტის სახელი: პერსონალური კომპიუტერი
- პროექტის მოკლე აღწერა: კომპიუტერი შედგება სისტემური ბლოკისაგან და სპეციალური კაბელით მასთან მიერთებული სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობებისაგან
- პროექტის სრული აღწერა: 1981 წელს კორპორაცია IBM–მა შექმნა პერსონალური კომპიუტერი IBM PC, რომლითაც დაიწყო კომპიუტერების განვითარების ახალი ერა. კომპიუტერი ინგლისური სიტყვაა და ქართულად გამომთვლელს ნიშნავს. მისი დანიშნულებაა ადამიანის მიერ მიწოდებული ბრძანებები შესაბამისად მიიღოს, შეინახოს, დაამუშაოს და გადასცეს ინფორმაცია. პერსონალური კომპიუტერი შედგება სისტემური ბლოკისაგან, ანუ კეისისაგან და მასთან მიერთებული სხვადასხვა მოწყობილობებისაგან. სისტემურ ბლოკში განთავსებულია ელექტრონული კომპონენტები, სხვადასხვა სახის დისკური მოწყობილობები და გაფართოების სხვადასხვა ელექტრონული სქემები– პლატები. მონიტორი ანუ დისფლეი– წარმოადგენს გამოსახულების გამომტან მოწყობილობას. რა მოქმედებასაც ვასრულებთ სისტემურ ბლოკში ყველაფერს ვხედავთ მონიტორზე.მონიტორის ერთ–ერთი დამახასიათებელია ეკრანის სიდიდე. მონიტორის ეკრანი შედგება ცალკეული წერტილებისგან, რომელსაც პიქსელები (Pixel) ეწოდება.ჰორიზონტალსა და ვერტიკალზე პიქსელების რაოდენობა განაპირობებს კომპიუტერის ვიდეოსისტემის გარჩევადობის ხარისხს.რაც უფრო მაღალია ვიდეო სისტემის გარჩევადობის ხარისხი, მით უფრო მაღალი ხარისხისაა ეკრანზე მიღებული გამოსახულება. კლავიატურა წარმოადგენს ინფორმაციის შემტან მოწყობილობას. გვაქვს სამი კატეგორიის კლავიშები: ციფრული, ფუნქციური და ასომთავრული კლავიშები. მაუსი წარმოადგენს ინფორმაციის შემტან მოწყობილობა, მაუსი შედგება მარჯვენა და მარცხენა ღილაკებისაგან და მათ შორის მოთავსებული მრგვალი გორგოლაჭისაგან. ძირითადად ვიყენებთ მაუსის მარცხენა ღილაკს. მარჯვენა კი გამოიყენება დამატებითი ანუ კონტექსტური მენიუს გახსნისათვის. პრინტერი წარმოადგენს ინფორმაციის გამომტან მოწყობილომას. მისი საშუალებით ხდება ინფორმაციის ქაღალდზე გამოტანა.დღეისათვის არსებობს სხვადასხვა მოდელის პრინტერი: მატრიცული (Dot matrix) ჭავლური(Ink Jet) და ლაზერული(Laser) . ყველაზე ფართოდ გამოიყენება ლაზერული პრინტერი. სკანერი წარმოადგენს ინფორმაციის გამომტან მოწყობილობას. ასევე კომპიუტერი შედგება სხვა დამატებითი მოწყობილობებისაგან: ვებ კამერა, რომელიც მაგრდება მონიტორზე და გამოიყენება მაგალითად: ვიდეოკონფერენციების მოსაწყობად. მიკროფონი: გამოიყენება კომპიუტერში ხმოვანი ინფორმაციის შესატანად. როგორც წესი უერთდება ხმის პლატას. ასევეა სხვა დამატებითი მოწყობილობა, ნაოშნიკი, დინამიკი და ა.შ.
- მონაწილეთა ასაკი: 12–15 წელი
- ვადები: 15 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: გონებრივი იერიში. პრაქტიკული და თეორიული მუშაობა.
- მოსალოდნელი შედეგები: შედეგები მიღწეულია თუ მოსწავლე იყენებს ისტ–თან ურთიერთქმედების მოწყობილობებს იყენებს შეტანისა ( მაუსი, კლავიატურა) და გამოტანის მოწყობილობებს( მონიტორი, პრინტერი, სკანერი) .ამოიცნობს და ასახელებს სხვადასხვა ისტ–ს საშუალებებს და მათზე საუბრისას ასაკის შესაბამისად იყენებს სწორ ტერმინოლოგიას.
- სარგებელი სხვებისათვის: თანამშრომლობს კლასელებთან, მასწავლებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ისტ–ის საშუალებებისგამოყენებით.ეხმარება და იყენებს ისტ–ის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული ან დამოუკიდებელი სასწავლო აქტივობისას.
- სამუშაო ენა: ქართული
- საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული. გეოგრაფია. ისტორია მათემატიკა.
- პროექტის ფასილიტატორის ვინაობა: მზაღო მჭედლიძე ბოსლევის საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი
- პროექტის ფასილიტატორის ელფოსტა: mzagomzago@gmail.com
- პროექტის ფორუმი
- პროექტის ვებ.გვერდიmzagomzago.blogspot.com
პერსონალური კომპიუტერი
среда, 21 июля 2010 г.
მზაღო მჭედლიძე
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий