პერსონალური კომპიუტერი

პერსონალური კომპიუტერი

воскресенье, 3 апреля 2016 г.

მეერვე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ ვიმუშავეთ და დავასრულეთ  პრეზენტაცია,  დავაწყვეთ ნამუშევრები საქაღალდეების სახით. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით

пятница, 1 апреля 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

ვაგრძელებთ პროექტზე მუშაობას, განვიხილეთ მოსწავლის დროის მენეჯმენტის ცხრილი, საავტორო უფლებები,ციტირებული დოკუმენტი.  ტრენინგზე ამომწურავად ვღებულობთ ინფორმაციას პროექტთან დაკავშირებით.

суббота, 26 марта 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

ამ ტრენინგზე განვიხილეთ  შეფასებები:  ცნების რუკა,  პროექტის კონფერენციის კითხვები და K-W-L ცხრილი. ვიმუშავეთ პროექტის შეფასების გეგმაზე, 

пятница, 25 марта 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ვაგრძელებთ პროექტზე მუშაობას, შევიმუშავეთ პროექტის მიზნები და ამოცანები, განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,ტრენინგზე ამომწურავად ვღებულობთ ინფორმაციას პროექტთან დაკავშირებით.

суббота, 19 марта 2016 г.

მოდული 1 რეფლექსია

ინტელის ტრენინგმა დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში, გავეცანი პროექტზე მუშაობას, რასაც წარმატებულად გამოვიყენებ მომავალში,დავათვალიერეთ ნიმუშები, შევქმენით ბროშურის გეგმა, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ტრენერის ბატონ გიორგი ხომასურიძის გულისხმიერების, გულდასმით გვიხსნის ყველა საკითხს და ამომწურავად პასუხობს ჩვენს შეკითხვებს. 

среда, 21 июля 2010 г.

მზაღო მჭედლიძე

  1. პროექტის სახელი: პერსონალური კომპიუტერი
  2. პროექტის მოკლე აღწერა: კომპიუტერი შედგება სისტემური ბლოკისაგან და სპეციალური კაბელით მასთან მიერთებული სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობებისაგან
  3. პროექტის სრული აღწერა: 1981 წელს კორპორაცია IBM–მა შექმნა პერსონალური კომპიუტერი IBM PC, რომლითაც დაიწყო კომპიუტერების განვითარების ახალი ერა. კომპიუტერი ინგლისური სიტყვაა და ქართულად გამომთვლელს ნიშნავს. მისი დანიშნულებაა ადამიანის მიერ მიწოდებული ბრძანებები შესაბამისად მიიღოს, შეინახოს, დაამუშაოს და გადასცეს ინფორმაცია. პერსონალური კომპიუტერი შედგება სისტემური ბლოკისაგან, ანუ კეისისაგან და მასთან მიერთებული სხვადასხვა მოწყობილობებისაგან. სისტემურ ბლოკში განთავსებულია ელექტრონული კომპონენტები, სხვადასხვა სახის დისკური მოწყობილობები და გაფართოების სხვადასხვა ელექტრონული სქემები– პლატები. მონიტორი ანუ დისფლეი– წარმოადგენს გამოსახულების გამომტან მოწყობილობას. რა მოქმედებასაც ვასრულებთ სისტემურ ბლოკში ყველაფერს ვხედავთ მონიტორზე.მონიტორის ერთ–ერთი დამახასიათებელია ეკრანის სიდიდე. მონიტორის ეკრანი შედგება ცალკეული წერტილებისგან, რომელსაც პიქსელები (Pixel) ეწოდება.ჰორიზონტალსა და ვერტიკალზე პიქსელების რაოდენობა განაპირობებს კომპიუტერის ვიდეოსისტემის გარჩევადობის ხარისხს.რაც უფრო მაღალია ვიდეო სისტემის გარჩევადობის ხარისხი, მით უფრო მაღალი ხარისხისაა ეკრანზე მიღებული გამოსახულება. კლავიატურა წარმოადგენს ინფორმაციის შემტან მოწყობილობას. გვაქვს სამი კატეგორიის კლავიშები: ციფრული, ფუნქციური და ასომთავრული კლავიშები. მაუსი წარმოადგენს ინფორმაციის შემტან მოწყობილობა, მაუსი შედგება მარჯვენა და მარცხენა ღილაკებისაგან და მათ შორის მოთავსებული მრგვალი გორგოლაჭისაგან. ძირითადად ვიყენებთ მაუსის მარცხენა ღილაკს. მარჯვენა კი გამოიყენება დამატებითი ანუ კონტექსტური მენიუს გახსნისათვის. პრინტერი წარმოადგენს ინფორმაციის გამომტან მოწყობილომას. მისი საშუალებით ხდება ინფორმაციის ქაღალდზე გამოტანა.დღეისათვის არსებობს სხვადასხვა მოდელის პრინტერი: მატრიცული (Dot matrix) ჭავლური(Ink Jet) და ლაზერული(Laser) . ყველაზე ფართოდ გამოიყენება ლაზერული პრინტერი. სკანერი წარმოადგენს ინფორმაციის გამომტან მოწყობილობას. ასევე კომპიუტერი შედგება სხვა დამატებითი მოწყობილობებისაგან: ვებ კამერა, რომელიც მაგრდება მონიტორზე და გამოიყენება მაგალითად: ვიდეოკონფერენციების მოსაწყობად. მიკროფონი: გამოიყენება კომპიუტერში ხმოვანი ინფორმაციის შესატანად. როგორც წესი უერთდება ხმის პლატას. ასევეა სხვა დამატებითი მოწყობილობა, ნაოშნიკი, დინამიკი და ა.შ.
  4. მონაწილეთა ასაკი: 12–15 წელი
  5. ვადები: 15 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: გონებრივი იერიში. პრაქტიკული და თეორიული მუშაობა.
  7. მოსალოდნელი შედეგები: შედეგები მიღწეულია თუ მოსწავლე იყენებს ისტ–თან ურთიერთქმედების მოწყობილობებს იყენებს შეტანისა ( მაუსი, კლავიატურა) და გამოტანის მოწყობილობებს( მონიტორი, პრინტერი, სკანერი) .ამოიცნობს და ასახელებს სხვადასხვა ისტ–ს საშუალებებს და მათზე საუბრისას ასაკის შესაბამისად იყენებს სწორ ტერმინოლოგიას.
  8. სარგებელი სხვებისათვის: თანამშრომლობს კლასელებთან, მასწავლებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ისტ–ის საშუალებებისგამოყენებით.ეხმარება და იყენებს ისტ–ის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული ან დამოუკიდებელი სასწავლო აქტივობისას.
  9. სამუშაო ენა: ქართული
  10. საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული. გეოგრაფია. ისტორია მათემატიკა.
  11. პროექტის ფასილიტატორის ვინაობა: მზაღო მჭედლიძე ბოსლევის საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი
  12. პროექტის ფასილიტატორის ელფოსტა: mzagomzago@gmail.com
  13. პროექტის ფორუმი
  14. პროექტის ვებ.გვერდიmzagomzago.blogspot.com